საწავლო პროექტი
,,ოქროს კვეთა“ მათემატიკაში და მისი
ისტორიული მნიშვნელობა
მთავარი თემა
|
რა არის ,,ოქროს კვეთა“, როგორ იქნა გამოყენებული ხელოვნების განვითარებაში?
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
მათემატიკის პედაგოგი ნინო ხაჩიძე
ელ.ფოსტა ninoxachidze45@gmail.com
|
ინტეგრირებული საგნები
|
1.ხელოვნება–პედაგოგი
მ.ჟორჟოლიანი 2.ბიოლოგია– პედაგოგი რ. გელაშვილი 3.გეოგრაფია– პედაგოგი მ. ღარიშვილი
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო, XI კლასი
|
პროექტის მიზანი და შედეგები
|
მოსწავლეები სწავლობენ ,,ოქროს კვეთას“, როგორც პროპორციას,
შემდეგ შეისწავლიან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მის გამოყენებას, ისტორიულად სად
და როგორ გამოიყენებდნენ ,,ოქროს კვეთას,“ ინტერნეტში მოიძიებენ მასალას, ხელოვნების
ნიმუშებს. დაადგენენ მათ გარშემო, რაიონის მასშტაბით სად არის გამოყენებული ,,ოქროს
კვეთის“ პროპორცია. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინფორმაციის
მოძიების უნარი, გარემოს დაინტერესების უნარი, ძიების უნარი. მოსწავლე ასახელებს
და აჩვენებს კონკრეტულ ნიმუშებს
|
წინასწარი ცოდნა
|
რა არის პროპორცია, განტოლებების ამოხსნა, პროპორციის
უცნობი წევრის პოვნა, პროპორციის ძირითადი თვისება, ცნობილი ხელოვანები და მათი შემოქმედება, ადამიანის სხეულის
აღნაგობა.
|
შეფასების საგანი და პროცედურა
|
ინფორმაციის
მოძიების მასშტაბი ინტერნეტში, პრეზენტაცია, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა, ბიბლიო
–თეკის გამოყენება,ინოვაციური მასალა. შეფასების რუბრიკის გამოყენება
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რეასურსები
|
XI კლასის სახელმძღვანელო, ბენდუქიძე ,,სახალისო მათემატიკა”, X კლასის ხელოვნების სახელმძღვანე –ლო,
ისტორიის სახელმძღვანელო, ინტერნეტ
რესურსები
|
პროექტის მსვლელობა
|
შევარჩევთ პროექტის ძირითად თემას, კლასს დავყოფთ
პატარა ჯგუფებად – ჯგუფში 4 მოსწავლე, თვითეულ ჯგუფს მივცემ კონკრეტულ სამუშაოს:
1ჯგ –,,ოქროს კვეთა“ მათემატიკაში, ხელმძღვანელი ს.
ხაჩიძე
2ჯგ – ,,ოქროს კვეთა“ ხელოვნებაში, ხელმძღვანელი მ.
გელაშვილი.
3ჯგ – ,,ოქროს კვეთა“ ბიოლოგიაში, ხელმძღვანელი მ.
ხაჩიძე,
4ჯგ – ,,ოქროს კვეთა“ გეოგრაფიაში, ხელმძღვანელი თ.
გელაშვილი. სამუშაოს შესრულებას დაეთმობა ერთი თვე, თვითეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას
და წარმოადგენს საკუთარ დასკვნას საკითხის შესახებ.
|