მთავარი თემა
|
ვექტორების შეკრება და ვექტორების რიცხვზე გამრავლება
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო საფეხური, XI კლასი
|
მოსწავლის პროფილი
|
კლასში 17 მოსწავლეა
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა–აქტუალობა
|
მოსწავლეები ეცნობიან ორი ვექტორის ჯამისა და ვექტორის
რიცხვზე ნამრავლის ცნებებს, იძენენ ამ ცნებების
პრაქტიკულ ამოცანებში გამოყენების უნარ– ჩვევებს
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
1. ვექტორების შეკრების ორი ხერხის სამკუთხედისა და
პარალელოგრამის წესების
გაცნობა და დაუფლება, ამოცანების ამოხსნისას
მათი გამოყენების ჩვევების გამომუშავება;
2. ვექტორის რიცხვზე გამრავლების წესის შესწავლა და
ამოცანების ამოხსნისას მათი გამოყენების უნარ–ჩვევების გამომუშავება;
3. ვექტორთა რიცხვზე ნამრავლისა და ვექტორების ჯამის
საკოორდინატო სიბრტყეზე ილუსტრირება;
4. ვექტორებზე მოქმედებების თვისებები;
5. მიღებული ცოდნის გამოყენება გეომეტრიის და ფიზიკის ამოცანების ამოხსნისას.
|
წინასწარი ცოდნა
|
1.ვექტორის ცნება, ვექტორის წარმოდგენა მიმართული მონაკვეთით;
2. ვექტორის კოორდინატების პოვნა;
3. ვექტორების ტოლობების ცნება;
4. მოცემული ვექტორის ტოლი ვექტორის გადადება რაიმე
წერტილიდან;
5. თანამიმართული ვექტორები;
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განვლილი
მასალის ცოდნა, მისი გამოყენების უნარი, ახალი მასალის ათვისების ხარისხი.
მოსწავლეთა შეფასება ა) საკონტროლო
კითხვებით: 1) როგორ განვსაზღვროთ რიცხვისა და ვექტორის
ნამრავლი? რას
უდრის ვექტორის კოორდინატები რიცხვზე გამრავლებისას? როდის ვღებულბთ მოპირდაპირე ვექტორებს? 2) როდის და როგორ გამოვიყენებთ ვექტორების შეკრების სამკუთხედის წესს? 3) როდის და როგორ გამოვიყენებთ ვექტორების შეკრების პარალელოგრამის წესს?
4) როგორ გამოვთვალოთ ვექტორების ჯამის კოორდინატები?
5) როგორ ვიპოვოთ ერთერთი ვექტორის კოორდინატები, თუ ცნობილია მეორე
ვექტორის და ჯამის კოორდინატები? 6) როგორ განისაზღვრება ვექტორების სხვაობა შეკრების პარალელოგრამის ხერხის დროს;
ბ) დამოუკიდებელი სამუშაო – პარაგრაფის
ბოლოს მოცემული ტესტების შესრულება ;
მიზანი მიღწეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეები პასუხობენ
საკონტროლო კითხვებს; შეუძლიათ მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენება
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს; შეფასების რუბრიკა.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,
კალამი, რვეული, სახაზავი, თვალსაჩინოებები, კომპიუტერი და პროექტორი.
|
გაკვეთილის
მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი
|
მოსწავლეთა ინტერესის გამოსაწვევად და თემაზე ფოკუსირებისათვის
მარტივი ცხოვრებისეული ამოცანის შეთავაზება
– 5წთ;
წინასწარი
ცოდნის შემოწმება – გახსენება – 5წთ;
ძირითადი მასალის ახსნა – 10წთ; პრეზენტაცია.
საკონტროლო კითხვებით აქტივობის გაფართოება – გაღრმავება – 5წთ; შემდეგ დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება –5წთ;
შესრულებული სამუშაოს შემოწმება – 5 წთ;
შეფასება – 5წთ;
საშინაო დავალება – 5წთ.
|
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს რ უ ბ რ ი კ ა
|
||||
კრიტერიუმი
|
მინიმალური
1–3
|
საშუალოზე დაბალი
4–5
|
საშუალოზე მაღალი
6–7
|
მაქსიმალური
8, 9, 10
|
განვლილი მასალის ცოდნა, მისი
გამოყენების
უნარი
|
არ იცის ვექტორი და მისი წარმოდგენა კოორდინატებით
|
ამჟღავნებს ვექტორების შესახებ მცირე ცოდნას, ვერ
ითვლის ვექტორის კოორდინატებს
|
იცის ვექტორის ცნება, ითვლის ვექტორის კოორდინატებს,
|
ამჟღავნებს განვლილი მასალის კარგ ცოდნას, იყენებს
პრაქტიკაში
|
ახალი მასალის ათვისების ხარისხი–პასუხი საკონტროლო კითხვებზე
|
ვერ პასუხობს საკონტროლო კითხვებს
|
საკონტროლო კითხვებიდან პასუხობს მცირე ნაწილს, თანაც
არასრულყოფილად
|
საკონტროლო
კითხვებს პასუხობს სწორად, არჩევს ვექტორების
შეკრების ხერხებს, ასრულებს რიცხვისა და ვექტო რის გამრავლებას
|
საკონტროლო კითხვებს პასუხობს სრულყოფილად, იცის ვექტორების
შეკრება და რიცხვზე გამრავლება
|
დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება, პრაქტიკული ამოცანის
ამოხსნა
|
ვერ ხსნის პრაქტიკულ ამოცანებს
|
პრაქტიკულ ამოცანებს ვერ ხსნის
|
მუშაობს დამოუკიდებლად, მაგრამ ბოლომდე ვერ მიყავს
პრაქტიკული ამოცანის ამოხსნა
|
ასრულებს დამოუკიდებელ სამუაშაოს, ხსნის პრაქტიკულ
ამოცანებს
|
მასალის შესაბამისი ნახაზების აგების უნარი
|
ვერ აგებს შესაბამისს ნახაზებს
|
ცდილობს, მაგრამ ვერ აგებს ამოცანის შესაბამის ნახაზს
|
აგებს ნახაზებს მცირე შეცდომებით
|
აგებს ნახაზებს და იყენებს პრაქტიკულ ამოცანების ამოხსნისას
|
Комментариев нет:
Отправить комментарий